weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარტვილის პოლიციის თანამშრომლებს ედიშერ სიგუა წამებაში ადანაშაულებს

22:14 სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მარტვილის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ედიშერ სიგუაზე სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.

37 წლის ედიშერ სიგუა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ედიშერ სიგუა ამბობს, რომ პოლიციელებმა ის ჯერ გზაში, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში ცემეს და აწამეს. ტელეკომპანიის ცნობით, სიგუას თქმით, მასზე ძალადობაში პოლიციის სამ თანამშრომელთან ერთად პოლიციის უფროსიც მონაწილეობდა.

„მარტვილის პოლიციის თანამშრომლებმა მაწამეს - მიყვანამდეც, პოლიციის შენობაშიც, შენობიდან „კაპეზეში“ გადამიყვანეს, იქაც.

როცა მირტყამდნენ, მაშინ თავზე მაფარებდნენ, მერე მიღებდნენ ვიდეოს, რომ ვაგინებდი და ვპასუხობდი.

ფეხიც შებმული მქონდა, ხელები უკან მქონდა დაბმული, დამაწევინებდნენ თავს დაბლა და მირტყამდნენ თავში“, – ამბობს ედიშერ სიგუა.

პროკურატურის განცხადებით, სიგუასა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება 22 ოქტომბერს დაიწყო.

„მარტვილის რაიონის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინებისთანავე საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს“, – განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]