weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეკა გიგაური არ არის სამოქალაქო საზოგადოების ეტალონი – ბიძინა ივანიშვილი

10:22 ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018

„ეკა გიგაური არ არის ეტალონი და საუკეთესო წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოების“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორის შესახებ.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმაც თქვა, რომ ეკა გიგაური 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე დაწყებულ დავასთან დაკავშირებით სასამართლოში არ ცხადდება.

„სხვათა შორის, სასამართლოში არ ცხადდება ეკა გიგაური. მანვე შეიტანა სარჩელი და დაჟინებით არ მიდის. იქ უმტკიცებენ სხვა რამეს, რომ კაპიტანიც იყო და 7 ნოემბერშიც მონაწილეობდა და სასამართლოში არ გამოცხადდა უკვე რამდენჯერმე.

სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენ უაღრესად დიდ პატივს ვცემთ და მათ შორის, ირაკლი კობახიძემაც კარგად იცის სამოქალაქო საზოგადოების ფასიც და აზრიც.

მაგრამ თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თუ დღევანდელი წევრები გინდათ ამ ნაწილში წარმოაჩინოთ, რომლებიც ისეთივე ტერმინოლოგიით თავს ესხმიან დღევანდელ ხელისუფლებას და სალომე ზურაბიშვილს მათ რიცხვში.

ესენი ჩვეულებრივად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, რომელიც შეფარულად შევიდა სამოქალაქო საზოგადოებაში და ამ ნიშით თავს ესხმის თვითონ. საკმარისია მათ პასუხი გასცეთ, იმ წუთში თავდასხმაში თარგმნიან, რომ მათ თავს ესხმინ, არადა პირიქით ხდება ყველაფერი“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ადეკვატური იყო ირაკლი კობახიძის რეაგირება, როდესაც მან ნიკა გვარამიას განცხადებას ფაშისტური უწოდა, არასამთავრობო ორგანიზაციები კი ფაშიზმის ხელშემწყობებად მოიხსენია.

„ეს არის სირცხვილი, რომ თქვენს ტელევიზიას დღეს წარმოადგენს პროკურორი და მან ქალბატონი სალომეს მიმართ იხმარა ისეთი გამონათქვამები, რომელიც ცივილიზებული სამყაროსთვის არ არის შესატყვისი. შესაბამისად, ამაზე რომ არ გააკეთა რეაქცია იმ ნაწილმა, რომელიც თავს სამოქალაქო საზოგადოებად თვლის, რა თქმა უნდა.. მე უხეშ სიტყვებს არ ვიხმარ. ირაკლისაც ვუთხარი, რომ უკეთესი იქნებოდა მას არ ეხმარა არც ფაშიზმი და არც სხვა გამონათქვამები, თუმცა ეს ტერმინები აბსოლუტურად შესატყვისობაში მოდიოდა თქვენი დირექტორის სამარცხვინო ქმედებასთან მიმართებაში“, – მიმართა ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]