weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

15:56 ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში მცხოვრები გიორგი შამანაური და იასონ შუკაკიძე გაათავისუფლა.

მათ ოკუპირებული ცხინვალი მას შემდეგ დატოვეს, რაც დე ფაქტო სასამართლოს მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკისრებული ჯარიმა – 5000-5000 რუსული რუბლი გადაიხადეს.

რუსმა სამხედროებმა გიორგი შამანაური და იასონ შუკაკიძე 20 ოქტომბერს, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯთან დააკავეს. ისინი ტყეში შეშის მოსატანად იყვნენ წასულები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]