weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახა კუკავამ და გოგი წულაიამ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი „გახსნეს“

15:10 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018
ფოტო: ipress.ge ფოტო: ipress.ge

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ ქუთაისში, მუხრანის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებაა დაგეგმილი, მერხი და დაფა მიიტანეს. მათ სიმბოლურად წითელი ლენტიც გაჭრეს და განაცხადეს, რომ „უნივერსიტეტი“ ბიძინა ივანიშვილის სახელობისაა.

„რა ეტყობა აქაურობას შენების? რამდენჯერ უნდა მოგვატყუონ ქუთაისელი ამომრჩეველი ამ ტექნოლოგიური უნივერსიტეტით. რა გამოვდივართ ჩვენ, თუკი დავიჯერებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში აქ სტუდენტებს მივიღებთ“, – აღნიშნა გოგი წულაიამ.

2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის აშენებას აპირებდა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას საფუძველი  2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ჩაეყარა. როგორც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე გაშენდება და „ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფს, რაც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის“.  

ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივესიტეტს სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წლის სექტემბერში უნდა მიეღო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. მანამდე, ადგილობრივი გამოცემა „ქუთაისი პოსტი“  წერდა, რომ საუნივერსიტეტო ქალქის ადგილზე ჭაობი იყო.

არსებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის მშენებლობისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ დაახლოებით 500 მილიონი ლარით დააფინანსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]