„რუსთავი 2“-ის ცნობით, ბავშვის ცხედარი გორის სასამართლოს ეზოში ნახეს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ბავშვი სხვა ადგილას მოკლეს.
მოკლულის დედის თქმით, სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ბავშვი ცეკვის გაკვეთილზე წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.