დაკავებას წინ ინციდენტი უძღოდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი მათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა სარალიძე პარლამენტთან გაშლილ ლოგინებზე ბანერის გადაფარებას ცდილობდა, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მათიაშვილის თქმით, პოლიციელების პროვოკაციული ქმედებების შემდეგ, სარალიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც მათიაშვილმა განაცხადა, პოლიციელებმა ზაზა სარალიძე და მასთან ერთად მყოფი ორი პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელისკენ მიდიოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.