weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ - პარლამენტთან აქციას ზაზა სარალიძის დედა გააგრძელებს

15:50 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

ზაზა მარტო არ არის. დღეიდან მე ვაგრძელებ ყველაფერ იმას, რასაც ზაზა სარალიძე აკეთებდა, - განაცხადა ზაზა სარალიძის დედამ მარინა ბეგიძემ, რომელიც რუსთაველის გამზირზე შვილის დაკავების შემდეგ მივიდა. მარინა ბეგიძის თქმით, ის აქციებში ყველანაირად ჩაერთვება.

„ზაზას მხარს ყოველთვის უმაგრებდა ჩვენი ოჯახი და ასე გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ზაზა სარალიძის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სარალიძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის არის დაკავებული. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

ზაზა სარალიძესთან ერთად კიდევ ორი პირია დაკავებული. მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან. აღნიშნული მუხლი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი მათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა სარალიძე პარლამენტთან გაშლილ ლოგინებზე ბანერის გადაფარებას ცდილობდა, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მათიაშვილის თქმით, პოლიციელების პროვოკაციული ქმედებების შემდეგ, სარალიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც მათიაშვილმა განაცხადა, პოლიციელებმა ზაზა სარალიძე და მასთან ერთად მყოფი ორი პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელისკენ მიდიოდნენ.

ზაზა სარალიძე რამდენიმე თვეა მისი შვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. 10 სექტემბრიდან ის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ამ მოთხოვნით მშვიდობიან აქციას მართავს. სარალიძეს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]