weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

32 წლის მამაკაცი 16 წელს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

11:28 შაბათი, 27 ოქტომბერი 2018

სამართალდამცველებმა რუსთავში 32 წლის მამაკაცი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შსს-ს ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. მანამდე ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ინფო რუსთავი“ ბავშვების მიმართ თვალთვალისა და ადევნების შესახებ იუწყებოდა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, უცნობი მამაკაცი ქალაქში ავტომობილით გადაადგილდებოდა და მცირეწლოვან გოგონებთან გასაუბრებას ცდილობდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ორი დღის წინ, მეგობრობის გამზირზე მოხდა. 9 და 7 წლის გოგონები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც უცნობმა მამაკაცმა გააჩერა და ავტომობილით სახლში წაყვანა შესთავაზა. მამაკაცი მათ დაყოლიებას ტკბილეულით ცდილობდა. უარის მიღების შემდეგ მან ბავშვებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორია დატოვა.

„ინფო რუსთავის“ ცნობით, მსგავსი ფაქტების თაობაზე მათ რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]