ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დატბორილია გელაურის დასახლება, ახალსოფელი, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის ქუჩა (სადგურიდან სახანძრომდე), ჯავახიშვილის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.
ერთ-ერთი სახლიდან, რომლის პირველი სართულიც წყალმა დაფარა, 87 წლის ქალი გამოსვლას ვერ ახერხებდა. მაშველებმა ის მეორე სართულიდან სპეცტექნიკით გამოიყვანეს.
მომხდარის გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა. როგორც ქობულეთის მერიაში განაცხადეს, ქალაქისა და მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს მოგვიანებით დაითვლიან.