weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ქობულეთის 32-ე საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი შეფერხებული იყო

10:03 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში, №32 საარჩევო უბანზე კენჭისყრის პროცედურა დაახლოებით ერთი საათი შეფერხებული იყო. როგორც „რეგინფოს“ №81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გელა ხახნელიძემ უთხრა, შეფერხება ბიულეტენებზე არსებულმა ხარვეზმა გამოიწვია.

ბიულეტენებზე პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი ანდრიაძის საარჩევნო ნომერი - 51 ნაწილობრივ წაშლილია.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დამკვირვებლები აცხადებენ, რომ შესაძლოა ამომრჩეველი შეცდომაში შევიდეს, რადგან ბიულეტენში ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ნომერი 5 და გიორგი ანდრიაძის საარჩევნო ნომერი №51, ორივე ხუთად აღიქმება.

გელა ხახნელიძის განმარტებით, საუბნო კომისიის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის კაბინაში გამოიკრა პრეზიდენტობის კანდიდატების სია, შესაბამისი ნუმერაციით. ხახნელიძის თქმით, ამომრჩეველს ნების თავისუფლად გამოხატვაში ხელი არ შეეშლება.

მისივე თქმით, ბიულეტენებზე მსგავსი ხარვეზი სხვა უბნებზე არ ფიქსირდება.

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნების ჩასატარებლად შექმნილია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 518 877 ამომრჩეველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]