weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორში ქალაქის მერის მოადგილის ოჯახი დააყაჩაღეს

12:03 პარასკევი, 16 ივნისი 2017

გორში, ქალაქის მერის მოადგილის იორგი რაზმაძის ოჯახი დააყაჩაღეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 15 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქალაქის ცენტრში მდებარე ბინაში, სავარაუდოდ, ქალის ფორმაში გადაცმულმა პირებმა შეაღწიეს და სამკაულები და ფული გაიტაცეს.

შემთხვევის დროს სახლში ძიძა 9 თვის ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა. Qartli.ge მეზობლების ჩვენებებზე დაყრდნობით წერს, რომ ნიღბიანმა პირებმა ძიძას თავში ჩაარტყეს და ფული მოსთხოვეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ყაჩაღობას, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მიზნით.

გიორგი რაზმაძე ქალაქ გორის მერის მოადგილედ 2014 წლის 18 ნოემბრიდან მუშაობს.

გოგა რაზმაძე არის სურსათის სადისტრიბუციო კომპანიის, საცხობისა და პესტიციდების მაღაზიების პარტნიორ-დამფუძნებელი. ოფიციალური მონაცემებით, 2014-2016 წლებში მისი შემოსავალი, ბიზნეს საქმიანობიდან და მერიიდან 180 734 ლარია.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]