„კომბინატის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო იპოდრომზე ვმუშაობ. სახლში ვიყავი და პირადობის მოწმობა წამოვიღე სპეციალურად, აქ კი მითხრეს, რომ ცხენის გაჩერება არ შეიძლებაო. აღარც შევსულვარ შიგნით“, - ციტირებს Qartli.ge ამომრჩევლის კომენტარს.
28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება, რომელშიც პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნების ჩასატარებლად 3 703 საარჩევნო უბანია შექმნილი, რეგისტრირებულია 3 518 877 ამომრჩეველი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 30.98 % (1 085 730 ამომრჩეველი) შეადგინა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.