წინასწარი შედეგები, 512 დათვლილი უბნის მიხედვით, ასეთია: დავით ბაქრაძე - 17 798 ხმა (10.83%); გრიგოლ ვაშაძე - 62 352 ხმა (37.93%); შალვა ნათელაშვილი - 6842 ხმა (4.16 %); დავით უსუფაშვილი - 2526 ხმა (1.54%); ზურაბ ჯაფარიძე - 2650 (1.61%); სალომე ზურაბიშვილი - 65 840 ხმა (40.05%).
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 28 ოქტომბერს კენჭისყრაში 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 46.74%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში - 64.74 %, ხოლო ყველაზე დაბალი მარნეულში - 36.47%.