weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

დავით უსუფაშვილი მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს

16:28 ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018

„ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერცერთ კანდიდატს ვერ ექნება, ვინაიდან მე ვერ ვხედავ ვერცერთ მათგანში საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს, ხოლო მათ გუნდებში იმ გუნდებს, რომელსაც საქართველოს მომავალს ვანდობდი“, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, რომელიც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა.

„სამწუხაროდ, არც ვაშაძე-სააკაშვილი და არც ზურაბიშვილ-ივანიშვილ-ფარცხალაძე არ მაძლევს საშუალებას, რომ მეორე ტურში რომელიმე მათგანს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა იმ 36 007 მოქალაქეს, რომელმაც 28 ოქტომბერს ხმა მისცა: „ამით მათ ხმა მისცეს საკუთარ არჩევანს, საკუთარ შეხედულებებს, ხმა მისცეს იმას, რომ ჩვენ ერთ პოლიტიკურ გუნდად გავაგრძელებთ ბრძოლას და შრომას ქვეყნისთვის და ვიქნებით ამაყნი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ვართ ამაყნი, რომ ვართ, დიახ, 36 007 - 2.5%. გვირჩევნია ვიყოთ 2.5%, ვიდრე ისეთი 38% ან ასეთი 37%“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა დააგროვა. არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]