აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.