პროფკავშირების ცნობით, შემთხვევა გუშინ, 29 ოქტომბერს, სამუშაო პროცესის დროს მოხდა.
„დასაქმებულები ყვებიან, რომ ჯალამბრის ბაგირმა მარყუჟი გაიკეთა, მემანქანემ კი მისი გასწორება სცადა. როგორც ჩანს, ჯალამბარზე ბაგირი იმაზე სწრაფად დაიჭიმა ვიდრე იგი ვარაუდობდა და ბაგირის მარყუჟის დიამეტრის მომენტალური შემცირების შედეგად, მარცხენა ხელის მტევანი მაჯის ქვემოთ მოწყვიტა“, - აცხადებენ პროფკავშირებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.