კომპანიების გარდა გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ფიზიკური პირები თავისი პროდუქციით. მოეწყობა სუვენირებისა და აქსესუარების კუთხე. გაიმართება ფოლკლორული მუსიკის კონცერტი, ბავშვებისთვის დაგეგმილია გასართობი ღონისძიებებიც.
ფესტივალი „გურმან ფესტი 2017“–ის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ქართველი მწარმოებლები და ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან სიღნაღის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, მოძრაობა KAR.GE და კომპანია „არტიარდ კო“.