weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არჩევნების პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში 15-მდე ადამიანი მიეცა - შსს

13:26 სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018

„არჩევნების პერიოდში 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური პარტიის, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება არჩევნების დღეს მომხდარ ინცინდენტებს, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, გამოძიება ათზე მეტ ფაქტზე დაიწყო.

„მათ შორისაა კასპის შემთხვევა და მარნეული, სადაც ორი პირი ადმინისტრაციული წესით იმავე დღეს დავაკავეთ. ერთი „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო მეორე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. გამოძიება მიმდინარეობს. ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არ მოვწყვიტეთ. როგორც კი ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას და შედეგები გვექნება, დამატებით გაცნობებთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, შსს ცდილობდა, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]