weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლონეთში ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ქართველია ეჭვმიტანილი

19:41 სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018

პოლონეთის ქალაქ ლოძში 28 წლის ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეა. 39 წლის მ.ხ.-ზე წითელი ცირკულარით ძებნა ინტერპოლმა დღეს გამოაცხადა. ინტერპოლის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით მ.ხ. ქუთაისშია დაბადებული.

პოლონური მედიის ცნობით, ქალი 20 ოქტომბერს მოკლეს. პროკურორმა განაცხადა, რომ ის ნაცემია, სიკვდილი კი ყელში დანით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია. ცხედარი ტბასთან იპოვეს, სადაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიტანეს.

პოლონეთის პოლიციის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ლოძიდან 20 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში გაემგზავრა, 21 ოქტომბერს კი უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. პოლონელი სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ სასტიკ დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე საქართველოში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მ.ხ. წითელი ცირკულარით იძებნება და განმარტავენ, რომ დამატებითი დეტალები მათთვის უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]