„დოლოგნის ცენტრში არის ქვის კარიერი, სადაც კერძო კომპანია მუშაობს. ერთ-ერთი აფეთქების დროს ქვის ნატეხი მოხვდა 6 წლის ბავშვს. ადგილზე კომპანიის წარმომადგენლები არ დაგვხვდნენ“, – უთხრა „რეგინფოს“ ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

			
		
		
	      
	      
	      






























					
					
					
					
					
					
 