weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ქედაში ქვის კარიერზე აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა

18:47 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. აფეთქების დროს ბავშვი კარიერიან დაახლოებით 100 მეტრში, სახლის ეზოში იყო, როდესაც ქვა დაეცა.

„დოლოგნის ცენტრში არის ქვის კარიერი, სადაც კერძო კომპანია მუშაობს. ერთ-ერთი აფეთქების დროს ქვის ნატეხი მოხვდა 6 წლის ბავშვს. ადგილზე კომპანიის წარმომადგენლები არ დაგვხვდნენ“, – უთხრა „რეგინფოს“ ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]