weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ფაროსანას წინააღმდეგ აპრილი-ოქტომბრში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა – სეს

13:00 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების მთავარი მიზანი ეკონომიკური ზიანის 15%-მდე შემცირებაა, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ლიპარტია. ლიპარტია აპრილიდან ოქტომრბის თვემდე ჩატარებულ ღონისძიებებს წარმატებულად აფასებს.

ზურაბ ლიპარტიას თქმით, ამ პერიოდში დაახლოებით 700 ათასი ჰექტარი ტერიტორია შეიწამლა და ღონისძიებების ეფექტურობა  სიმინდის მოსავალზე დადებითად აისახა.

ზურაბ ლიპარტია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დიდი ფართობების ქიმიური საშუალებით დამუშავება და ტყის ფართობებზე „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების განთავსება მავნებელტან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის გათვალისწინებით ხორციელდება. დოკუმენტი უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით არის მომზადებული.

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]