უწყების რეგიონალური სამსახურის უფროსი მირანგულა ლიპარტელიანი ამბობს, რომ ტელეფონით გადაღებულ რამდენიმე ფოტოზე მოკვლევა დაიწყო და აღმოჩნდა, რომ მავნებელი რეგიონში მანქანას შემოჰყვა, რაც აზიური ფაროსანას გავრცელებას არ ნიშნავს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო მეორე წელია ახორციელებს ბრძოლის ღონისძიებებს დასავლეთის რეგიონში და შესაბამისად იმ გამოცდილებიდან გამომდინარე მზადყოფნაა ჩვენს რეგიონშიც. ჩვენ, შესაბამისი სპეციალისტები გვყვავს, თანამშრომლებით დაკომპლექტებული ყველა მუნიციპალიტეტი და მზად ვართ, იმ შემთხვევაში თუ ეს საჭირო გახდება, ჩვენი ჩართულობა, ყველა ზომებს მივიღებთ იმისთვის, რომ აღკვეთილი იქნას მისი გავრცელების არეალი“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.
{youtube}vfYjKPOoEJg{/yotube}
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.