მისივე თქმით, აზიური ფაროსანას გავრცელების შემთხვევაში, მის წინააღმდეგ საბრძოლველად სრულ მზადყოფნაშია, აქვთ კომუნიკაცია დასავლეთ საქართველოში მყოფ კოლეგებთან, რომლებიც მავნებელს უკვე ორი წელია ებრძვიან და მათ გამოცდილებას იზიარებენ.
სეს-ის რეგიონულ სამსახურში აღნიშნავენ, რომ აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობაც საკმაოდ ინფორმირებული და მობილიზებულია. მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, ადგილობრივები აზიური ფაროსანას შესახებ სხვადასხვა კითხვით ცხელ ხაზს აქტიურად მიმართავენ.