weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქვემო ქართლში 600 ფერომონზე აზიური ფაროსანას გავრცელება არ დადასტურდა

23:26 სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018

ფერმერები აზიური ფაროსანას შესახებ

ატამი, ვაშლი, მსხალი, კარალიოკი, ალუჩა - სოფელ თამარისის მოსახლეს, ივანე მანთეშაშვილს საკარმიდამო ნაკვეთში სხვადასხვა ხილის კულტურა აქვს. მოსავლის ნახევარს საკუთარი მოხმარებისთვის იყენებს, ნაწილს კი ყიდის.  ამბობს, რომ ბოლო წლებში, უმეტესად დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებელი, ამ შემოდგომაზე უკვე საკუთარ ბაღშიც იხილა.

„ზაფხულში არ დამიფიქსირებია, ახლა კი ვხედავ, გამრავლდა. მწვანე მწერია, ვფიქრობ, აზიური ფაროსანა. შევამჩნიე კარალიოკზე, პომიდორზე. ალუჩაზე ჯერ არ მინახავს“, - ამბობს ფერმერი.

მისივე თქმით, აზიურმა ფაროსანამ უკვე მის ბაღში არსებული კულტურების მოსავალის ხარისხზეც იმოქმედა: „დააზიანა ნაყოფი. აფუჭებს პომიდორს, კარალიოკის ზედა მხარე სულ გადაშავებული იყო“.

მენთეშაშვილის თქმით, აზიური ფაროსანა საკუთარ ნაკვეთებში მისმა თანასოფლელებმაც შენიშნეს.

ქვემო ქართლში, ცხელ ხაზზე აზიურ ფაროსანაზე შემოსული ინფორმაცია

ისევე როგორც მთელ საქართველოში, ქვემო ქართლშიც აქტიურად მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი, სადაც მოსახლეობა აზიური ფაროსანას შესახებ მათთვის საინტერესო კითხვებს სვამს, ხან კი უწყებას მავნებლის შესაძლო გავრცელების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

სააგენტოში ამბობენ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ადგილობრივებმა საკუთარ ბაღებში მავნებლის გავრცელების შესახებ დაიჩივლეს, თუმცა ადგილზე მისულ სპეციალისტებს აზიურის ნაცვლად საქართველოსთვის უკვე კარგად ნაცნობი, მწვანე შეფერილობის ფაროსანა დახვდათ.

„ცხელი ხაზი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, ფერმერთა ნაწილი აზიური ფაროსანას შესახებ ინფორმირებულია, თუმცა მოსახლეობის ნაწილი დაბნეულია და ჩვენს ქვეყანაში უკვე წლობით გავრცელებულ მწერების მავნებლობასაც კი აზიურ ფაროსანას უკავშირებენ“, - განმარტავენ უწყებაში.

მათი თქმით, მოქალაქეებისგან შემოსული ინფორმაცია ნებისმიერ შემთხვევაში მოწმდება და მითითებულ ადგილებს მათი ფიტოსანიტარები სტუმრობენ.

სეს-ი ქვემო ქართლში აზიური ფაროსანას გავრცელებას უარყოფს

აზიური ფაროსანას თემაზე მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაზე საუბრობს სურსათის ეროვნული სააგენოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსიც. მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, ინფორმაციის გადამოწმება შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარე წელს რეგიონში დამონტაჟებული 600 ფერომონზე აზიური ფაროსანას გავრცელება არ დადასტურდა.

„ფერომონები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელშია დამონტაჟებული, მონიტორინგის შედეგები სასიხარულოა, თუმცა აზიური ფაროსანას გავრცელების შემთხვევაშიც, მასთან საბრძოლველად მზად ვართ“, - ამბობს უწყების წარმომადგენელი.

ლიპარტელიანის თქმით, პრევენციისთვის რეგიონში ფიტოსანიტართა ჯგუფია მობილიზებული.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]