weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში სავაჭრო ობიექტები დაიწვა

10:48 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1000 კვ.მ დაიწვა. ცეცხლი გვაინ ღამით ერთ-ერთ დახურულ სავაჭრო ობიექტში გაჩნდა, შემდეგ კი გარეთ არსებულ დახლებზეც გავრცელდა. ხანძრის შედეგად დაიწვა მიკროავტობუსიც, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზე იყო გაჩერებული.

„ინფო რუსთავის“ ცნობით, სავაჭრო ობიექტში 85 ადამიანი მუშაობდა. ისინი ძირითადად ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობდნენ. დაზარალებულები აცხადებენ, რომ საქონელი მთლიანად დაეწვათ. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

„ხანძრის შესახებ შეტყობინება 01:29 საათზე შემოვიდა. სახანძრო მანქანების პირველი ჯგუფი ადგილზე 01:36 საათზე მივიდა. ქარისა და ადვილადაალებადი მასალების გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა 02:03 საათზე ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. დილის 9 საათისთვის ხანძარი სრულად იყო ჩამქრალი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მეხანძრეები, პრევენციის მიზნით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღე დარჩებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]