weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საპატრიარქო ქურმუხის ეკლესიაში მომხდარი ფაქტის მოკვლევას ითხოვს

15:31 პარასკევი, 16 ივნისი 2017

საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანის ხელისუფლებას და სულიერ ლიდერს მიმართავს, შეისწავლონ კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში მომხდარი ფაქტი და შეწყდეს ქრისტიანული ეკლესიის მიმართ უდიერი დამოკიდებულება.

„გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს იმ დამოკიდებულების გამო, რაც კახის რაიონში, მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმართ განხორციელდა. კერძოდ, აზერბაიჯანული გასართობი ტელეკომპანია „arb“-ის ეთერში გავიდა გადაცემა „ფერნანდო ქალაქშია“, რომლის ერთ-ერთი სიუჟეტი გადაიღეს ქურმუხის ტაძარში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ტაძრის საკურთხეველში შეუფერებელი მანერით „ასრულებს“ შუბერტის „ავე მარიას“.

სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვენთვის ცნობილი მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ ძეგლს უდიერად ექცევიან.

ქურმუხის ეკლესია უდიდესი მადლისა და ძალის სალოცავია და ეს აღიარებულია, როგორც მართმადიდებლების, ისე მუსლიმთა მიერაც. ამიტომაც გაუგებარია და დიდად საწყენი, რომ შეუფერებელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში და მის საკურთხეველში.

ახლახან ინტერნეტ სივრცეში დაიდო ინფორმაცია იმის შესახებაც, როგორი დაუცველი და შეურაცხყოფილია ზაქათალის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ტაძარიც.

მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფალთ და ვთხოვთ სულიერ ლიდერს, მის აღმატებულება შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება არსებული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად.

ვიმედოვნებთ, ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მდგომარეობის დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხაებაში.

როგორც „რეგინფოს“ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ უთხრა, ქართველ სასულიერო პირს, პეტრე ხუმარაშვილს აზერბაიჯანის მოქალაქეობა ერთი წლის წინ მიენიჭა და ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში ღვთისმსახურება ყოველ კვირას სრულდება. „მომხდარის შესახებ ჩემთვის უცნობი იყო. ქურმუხის ეკლესიაში წირვა ყოველ კვირას სრულდება და რა დროს მოხდა გადაღება, გაირკვევა“,- აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ტელეკომპანია „atv“-მ გადასაღებ მოედნად ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია გამოიყენა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ მსახიობები ქურმუხის ეკლესიის საკურთხეველსა და კედლებზე დახტიან. მაშინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ გამოთქმული შეშფოთების გამო, ტელეკომპანია АТВ-მ ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაღებული კლიპის ჩვენება შეწყვიტა.

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]