მთავარ პროკურატურაში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა გორში რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაკავებისთანავე მამაკაცი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. როგორც სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა განაცხადა, პაციენტს მედიკამენტების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა და მძიმე ნევროლოგიური აშლილობება ჰქონდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს დაკავებულის დედაც, რომელიც ყელისა და მხრის არეში იყო დაჭრილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.