weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველო-გერმანია თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ

10:44 შაბათი, 17 ივნისი 2017

საქართველო–გერმანიის თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს გერმანიის საელჩო და განვითარების სფეროში მოღვაწე გერმანული ორგანიზაციები თბილისში, აღმაშენებლის საფეხმავლო ნაწილში, ღია ცის ქვეშ, დღეს, 17 ივნისს, საზეიმოდ აღნიშნავენ.

ღონისძიებას 14:00 საათზე საზეიმოდ გახსნიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ქალბატონი ჰაიკე ფაიჩი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და თბილისის მერის პირველი მოადგილე ლაშა აბაშიძე.

13:00 საათიდან 22:00 საათამდე აღმაშენებლის საფეხმავლო ნაწილში სტუმრებს ელოდება მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა ცოცხალი მუსიკით, თოქ-შოუებით, წარმოდგენებითა და სხვადასხვა თამაშებით. მონაწილე ორგანიზაციები წარმოდგენილი იქნებიან სპეციალური სტენდებით, სადაც სტუმრებს მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ. ბავშვებს ექნებათ ხატვის, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შექმნისა და პრიზების მოგების საშუალება. სტუმრები შეღავათიან ფასებში ასევე შეძლებენ გერმანული კერძების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების დაგემოვნებას.

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები: ფორუმ თეატრი World Vision; მე-6 საავტორო სკოლის გუნდი „გეორგიკა“; ინტერვიუ გერმანიიდან დაბრუნებულ ქართველ ექსპერტებთან (რეინტეგრაციის წარმატებული ისტორიები პროგრამა „მიგრაცია განვითარებისთვის“); ახალგაზრდა მხატვართა ხელოვნების კონკურსი „საქართველოს მწვანე მომავალი“; პანელური დისკუსია: „საქართველოს ახალგაზრდობა მომავალს უყურებს“; მოძრაობის თეატრის წარმოდგენა „ლაბირინთი“ გარემოსდაცვით და ბიომრავალფეროვნების თემაზე; ბენდ „Yellow“-ს კონცერტი. 

 1992 წლიდან გერმანიის ფედერაციულ მთავრობას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მეშვეობით 820 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი  საქართველოს დახმარებისთვის. გარდა ამისა საქართველო 2010 წლიდან ასევე სარგებლობს სამხრეთ კავკასიისთვის ტექნიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამებიდან მიღებული თანხებით (273 მილიონი ევრო სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის). გერმანია  საქართველოს ენერგომომარაგების, კერძო სექტორის წახალისების, პროფესიული განათლების, გარემოს დაცვისა და წყლით მომარაგების სფეროებში ეხმარება. ამასთან ერთად, ორი ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს სასამართლო რეფორმის, კომუნალური განვითარებისა და საჯარო ფინანსების მენეჯმენტის გაუმჯობესების მხრივ.

 ეს პროგრამები ძირითადად ხორციელდება ისეთი დიდი სახელმწიფო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორებიცაა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) ქართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. გარდა ამისა სხვა ორგანიზაციები, პოლიტიკური ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები გერმანიიდან იღებენ სახსრებს საქართველოსთან თანამშრომლობისთვის. ეს ორგანიზაციები დაგეგმილ ღონისძიებაზე თავიანთი სამუშაოს შესახებ ინფორმაციას წარუდგენენ ქართულ საზოგადოებას.

აგვისტოს ბოლოს ბერლინში შედგება სამთავრობო კონსულტაციები განვითარების სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

2017 წელს საქართველო და გერმანია საქართველოში 200 წლის წინ პირველი გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლასა და 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ზეიმობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]