weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ორთვიანი კომისა და 6-თვიანი უმოძრაობის შემდეგ 28 წლის ინგა ბალანჩივაძე სიარულს შეძლებს

12:00 ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018
ფოტო: ქუთაისი პოსტი ფოტო: ქუთაისი პოსტი

თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შედეგად 28 წლის ინგა ბალანჩივაძე სიარულს შეძლებს. ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი ორი თვე კომატოზურ მდგომარეობაში იყო, რაშიც პაციენტის ოჯახი ქართველ ექიმებს ადანაშაულებს.

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, ექიმების თქმით, ინგა ბალანჩივაძის ტვინის დაზიანება უჟანგბადობამ გამოიწვია, უძრავ მდგომარეობაში ყოფნამ კი ქალს მენჯების და მუხლის სახსრები ჩაუკეტა. კომიდან გამოსვლის შემდეგ მას ფეხის მოხრა ან მათი ახლოს მიტანა არ შეეძლო. ურთულესი ოპერაცია საქართველოში არ ტარდება. ინგა ბალანჩივაძის ოჯახის წევრების თქმით, მათ უარი თურქეთის დედაქალაქის ერთ-ერთი კლინიკიდანაც მიიღეს.

„ხუთდღიანი კვლევების შემდეგ მათაც უარი თქვეს ოპერაციის გაკეთებაზე. შემდეგ ინგა ანკარიდან მალათიაში ჩავიყვანეთ. სამ დღიანი წინასაოპერაციო კვლევების შემდეგ დაიგეგმა ურთულესი ოპერაცია, რომელიც 7 საათს გაგრძელდა. გაკეთდა მენჯების და მყესების დამოკლება-დაგრძელება“, – ციტირებს „ქუთაისი პოსტი“ ოჯახის წევრების კომენტარს.

მათივე ინფორმაციით, ქირურგმა ჯ.ჯ თურანმა თქვა, რომ ეს მის პრაქტიკაში ერთ-ერთი ურთულესი და ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაცია იყო, რომელიც ბევრ რისკს ითვალისწინებდა.

ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც 2018 წლის 11 მაისს, ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში გარე ორსულობის შეწყვეტის მიზნით ოპერაცია გაიკეთა. კლინიკაში ოჯახს უთხრეს, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ინგა ბალანჩივაძე თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს რეანიმაციაში გადაიყვანეს. ექიმების დასკვნით, ოპერაციისას ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება უჟანგბადობამ გამოიწვია, რასაც ტვინის შეშუპება მოჰყვა.

ინგა ბალანჩივაძის ოჯახის წევრები ხონელიძის კლინიკის სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. საქმეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ამ დრომდე სწავლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]