ოჯახის განცხადებით, 11 წლის ელენე გიორბელიძე 08:30 საათზე სკოლაში წავიდა, თუმცა გაკვეთილზე არ შესულა და არც არავის უნახავს. დღის მეორე ნახევარში ბავშვის ახლობლებმა სოციალურ ქსელში მისი ფოტო გაავრცელეს და დახმარებას ითხოვდნენ. სამძებრო სამუშაოებში პოლიციაც ჩაერთო.
სკოლის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები აქვს ბავშვის ბებიას. „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სკოლიდან ოჯახს არავინ დაკავშირებია და არ უცნობებია, რომ მოსწავლე საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებოდა.