weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამზითვო ვეფხისტყაოსნების ბეჭდვაზე 89 000 ლარი დაიხარჯა

01:07 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, ყოველ წყვილს, რომელიც საზეიმო ცერემონიის ფარგლებში მოაწერს ხელს, საჩუქრად შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემა გადაეცემა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, კანონდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან, 4 500 „ვეფხისტყაოსნის“ დასაბეჭდად წელს 89 460 ლარი დახარჯა. ერთი წიგნის ღირებულება 19.88 ლარია.

სამზითვო „ვეფეხისტყაოსანი“ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „გამომცემლობა-ბაკამა“ დაბეჭდა

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად წელს აღადგინეს უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“ − ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს.

„სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“ ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა როგორც სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, „ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემის საწყის გვერდზე დატანილია შოთა რუსთაველის აფორიზმი „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია!“ და მილოცვა ახალდაქორწინებულთათვის. იუსტიციის მინისტრმა პროექტის პრეზენტაცია იუსტიციის სახლში მდებარე ქორწინების სახლში გამართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]