სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, მეორე მიწისძვრა 5:20 წუთზე, ქალაქ საჩხერიდან 9 კილომეტრში, სოფელ პერევში მოხდა. მისი სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მიწისძვრის გამო მოქალაქეებისგან არცერთი შეტყობინება არ მიუღიათ.