weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

დირექტორის ხელფასი 30%-ით იზრდება, უფროსი მასწავლებლის დანამატი - 150 ლარით

10:53 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2019-2021 წლებში, სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და მასწავლებლებს ხელფასები გაეზრდებათ.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, 2019 წელს დანამატის გაზრდა იგეგმება იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც სტატუსს იუმჯობესებენ.

„უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირები 320-ლარიან დანამატს იღებენ, ახალი ბიუჯეტით, რომელმაც პირველი მოსმენა უკვე გაიარა, თანხა 150 ლარით გაიზრდება. დირექტორებს ხელფასი 30%-ით გაეზრდებათ“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

ხელფასების ზრდას მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის მიერ წარდგენილი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1800 ლარს მიაღწევს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]