weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსთავის საავადმყოფოში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა

15:56 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაციის შემდეგ 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა. „ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ შვილი საავადმყოფოში მას შემდეგ მიიყვანა, რაც ავტომობილი დაეჯახა და ხელი მოსტყდა.

„ბავშვი კარგად იყო. სანამ საავადმყოფოში მივიდოდით გზაში მელაპარაკებოდა, ვხუმრობდით, იცინოდა, მერე შეიყვანეს საოპერაციოდ და ბავშვს გული გაუჩერდა. ვფიქრობ, რომ ნარკოზიდან ვერ გამოიყვანეს“, – ამბობს მშობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა წითელ ხიდთან მოხდა. სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]