საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი პირველ სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, საჭირო გახდა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად 60 კვ.მ საცხოვრებელი ფართი დაიწვა.