weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამტრედიის დეპოში სამუშაო საათებში რკინიგზელი გარდაიცვალა

13:32 ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018

სამტრედიის სავაგონო დეპოში ვაგონის შემკეთებელი გარდაიცვალა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, შემთხვევა 6 ნოემბერს, სამუშაო საათებში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, რკინიგზელის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

როგორც „რეგინფოს“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარემ, ილია ლეჟავამ განუცხადა, პროფკავშირის შრომის ინსპექტორები შეისწავლიან, განაპირობა თუ არა უბედური შემთხვევა შრომის პირობების დარღვევამ და დეპოში არსებულმა საფრთხის შემცველმა გარემომ.

„რკინიგზაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მხრივ, რაზეც წელიწადნახევრის წინ ჩატარებული შრომის ინსპექციის დასკვნაც მოწმობს. სამწუხაროდ, ის, რეკომენდაციები, რაც გავეცით, საქართველოს რკინიგზის მიერ არ სრულდება. რაც შეეხება სამტრედიის სავაგონო დეპოს, იქ დარღვეულია ჰიგიენასთან, ხმაურთან და კონდიცირებასთან დაკავშირებული ნორმები. ბევრი სამუშაო, მათ შორის ვაგონის ბორბლების გადაზიდვა სრულდება ხელით. არსებულ შრომით პირობებს სისტემატურად იქ მომუშავე ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. აუცილებელია დადგინეს, გახდა თუ არა რკინიგზელის გარდაცვალების მიზეზი შრომის პირობები“, – ამბობს ილია ლეჟავა.

მისივე თქმით, რკინიგზელს მუშაობის 10-15 წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 67 წლის მამაკაცია. სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]