რაც შეეხება ორ ყველაზე დიდ მაუწყებელს – „რუსთავი 2“-სა და „იმედს“, რომლებსაც ბაზრის 65% უკავიათ, 2018 წლის მესამე კვარტალში მათი სარეკლამო შემოსავლების ტენდენცია შეცვლილია: „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 9%-ითაა გაზრდილი, ხოლო ტელეკომპანია „იმედს“ 6%-იანი კლება აქვს.
კომისიის მიერ გამოქვეყნებული მაუწყებლების შემოსავლების ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მესამე კვარტალში „რუსთავი 2“-მა რეკლამიდან 4 866 997 ლარი მიიღო, სპონსორობიდან – 490 955 ლარი, პროდუქტის განთავსებიდან – 491 904 ლარი, შემოწირულობებიდან კი 260 010 ლარი.
2018 წლის მესამე კვარტალში ტელეკომპანია „იმედმა“ რეკლამიდან 4 187 764 ლარის შემოსავალი მიიღო, სპონსორობიდან – 208 102, პროდუქტის განთავსებიდან – 500 257 ლარი; 525 000 ლარი სხვა სამაუწყებლო შემოსავლებია.
რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მესამე კვარტალში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიუჯეტიდან 11 161 500 ლარი დაფინანსება მიიღო, რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა 1 396 301 ლარი შეადგინა, სპონსორობიდან მიღებულმა კი – 531 309 ლარი; 148 050 ლარი სხვა არასამაუწყებლო შემოსავალია.
დეტალურ ინფორმაციას სატელევიზიო შემოსავლების 2018 წლის III კვარტლის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.