weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

RFE/RL – ის პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით გაწბილებულია

14:18 შაბათი, 17 ივნისი 2017

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) პრეზიდენტის ტომას კენტის განცხადებით, გამაწბილებელია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გადაცემებიწითელი ზონადაინტერVIEW“ ახალი სეზონიდან მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.

„ამ ორ პროგრამას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საჯარო დისკურსსა და პოლიტიკურ განვითარებაში“, - განაცხადა ტომას კენტიმ.

მისივე თქმით, კომპანია განიხილავს სხვა შესაძლებლობებს და იმედოვნებს, რომ პროგრამები სხვა პლატფორმებზე განაგრძობს არსებობას.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მიერ 16 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის მიერ მომზადებული ორი პროგრამის შეწყვეტის მიზეზად ახალ სეზონს და ახალ პროგრამებთან დაკავშირებულ გეგმებს ასახელებს.

„წითელი ზონა“, რომელიც თითქმის ერთი ათწლეული გადიოდა ეთერში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის საბჭოურ მემკვიდრეობას. იგი წარმოაჩენდა კულტურის იმ მოღვაწეთა ცხოვრებასა და შემოქმედებას, რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილი დღევანდელ საქართველოში. „ინტერVIEW“ არის მწვავე დისკუსიებზე ორიენტირებული თოქშოუ, რომლის მიზანია საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდა და აქტიური პოლიტიკური დებატების ხელშეწყობა.

მრავალმა პროფესიულმა თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციამ არ დააყოვნა კრიტიკის გამოთქმა პროგრამების დახურვის შესახებ ცნობის გამო. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 14 ივნისს გამოვიდა მოწოდებით, რომ პროგრამები შენარჩუნდეს. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“ მაყურებელს სთავაზობს „მაღალი პროფესიული სტანდარტებით მომზადებულ მრავალფეროვან მედიაპროდუქტს“.

ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW“-ს დახასიათებისას აღნიშნავენ, რომ ისინი „გამორჩეული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გადაცემებია, რომლებიც ძალაუფლებრივი ღერძებისა და პოლიტიკური პროცესების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა“ და „აძლიერებს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თებერვალში გამოაცხადა, რომ მაუწყებლის გარდაქმნას გეგმავს. მაუწყებლის რვაკაციანი სამეურვეო საბჭოს ზოგმა წევრმა ამ გეგმის მიზანშეწონილობის თაობაზე გარკვეული ეჭვი გამოთქვა, რაც შემოდგომისთვის დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებსაც უკავშირდება“, – ნათქვამია RFE/RL-ის განცხადებაში.

წერილში აღნიშნულია, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ პრესის თავისუფლების 2017 წლის რეიტინგში საქართველოს მინიჭებული აქვს „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი და ის 198 სახელმწიფოს შორის 102-ე ადგილზეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]