weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი გვიმრაძეს ნიკა გვარამიას მიმართ ქარტიის ორი პრინციპის დარღვევა დაუდგინდა

23:43 ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს, ქარტიის ორი პრინციპის დარღვევა დაუდგინა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ.

საქმე ეხება 24 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გასულ წინასაარჩევნო დებატებს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, რომელსაც გიორგი გვიმრაძე უძვღებოდა. კითხვის დასმისას წამყვანმა ნიკა გვარამია მოიხსენია როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი.

„თქვენ ახსენეთ, რომ რევანშისთვის არ მოდიხართ. თუმცა, თქვენი საჯარო მხარდამჭერების მხრიდან, გაისმა მაინც ასეთი საკითხი, რომ“, - მიმართა გვიმრაძემ ვაშაძეს. პრეზიდენტობის კანდიდატმა წამყვანს სთხოვა, მხარდამჭერის ვინაობა დაესახელებინა, რაზეც გვიმრაძემ უპასუხა: „ერთ-ერთი კონკრეტული ტელევიზიის დირექტორს ვგულისხმობ, ნიკა გვარამიას ამ შემთხვევაში“. ვაშაძე წამყვანს ჩაეკითხა, რატომ ფიქრობს, რომ გვარამია მისი მხარდამჭერია, რაზედაც გვიმრაძემ განმარტა: „მას განცხადებული აქვს, რომ თქვენი მხარდამჭერია, ჩემი მოგონილი არ არის. მისი პოზიციაა, დააფიქსირა ეს პოზიცია“.

ნიკა გვარამიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. მისი თქმით, მას ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა არასდროს დაუფიქსირებია. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ გიორგი გვიმრაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები.

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მეხუთე პრინციპის მიხედვით, მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

საბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა მიიღო ნიკა გვარამიამ, გიორგი გვიმრაძემ კი საბჭოს მიწერა: „რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ერთი სიტყვის შეცვლას არ განვიხილავ ჩემი ტექსტიდან, ყველაფერს ვადასტურებ, რაც ვთქვი.

ეთიკის საბჭოს კითხვაზე, ეყრდნობოდა თუ არა რაიმე კონკრეტულს, როცა თქვა, რომ „გვარამიას გაცხადებული აქვს ვაშაძის მხარდაჭერა“, თუ ეს მისი მოსაზრება, ან არსებული სიტუაციიდან შექმნილი აღქმა იყო, გვიმრაძე აღნიშნავს: „მისი (გვარამიას) კონკრეტული ასეთი განცხადება არ არსებობს, ეს ვიცი და ცხადია ვიცოდი მაშინაც, ანუ არ არსებობს განცხადება, სადაც ის კონკრეტულად ვაშაძეს ასახელებს, მაგრამ და აი, აქ უკვე მრავალწერტილი“.

ქარტიის საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის წინააღმდეგ ქარტიის ორივე პრინციპის დარღვევა დაადგინა.

ქარტიის საბჭოს მდივნის, დავით კლდიაშვილის განცხადებით, ეთიკის საბჭო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.  

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]