weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნიკა გვარამიამ დაჩი ცაგურიას მიმართ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია - ეთიკის საბჭო

00:02 ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018
ფოტოზე დაჩი ცაგურია ფოტოზე დაჩი ცაგურია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „კვირის აქცენტების“ წამყვანმა ნიკა გვარამიამ, ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. გვარამიას წინააღმდეგ ქარტიას დაჩი ცაგურიამ მიმართა.

სადავო გახდა 4 ნოემბერს, გადაცემაში ნიკა გვარამიას მიერ დაჩი ცაგურიას შესახებ საუბრის ეპიზოდი.

„ქართული ოცნების“ აქტივისტი რომ არის, „რკინიგზის“ PR-ი, რა ჰქვია? დაჩი ცაგურია, ხო. დაჩი ცაგურია და მამამისი ყოფილან გავლენიანი ხალხი სამტრედიაში. მოკლედ, იქიდან ყოფილან. რკინიგზელია მამა, თუ რაღაცა. დაჩი ცაგურიასთვის უთქვამთ იქაურ ავტორიტეტებს, მათ შორის, ქურდებს და ა.შ. დაელაპარაკე და ისე გააკეთე, რომ სამტრედია მოვიგოთ და მერე ფულს გადავიხდითო.

ისიც დაელაპარაკა ამ სკაიპით და უთხრა, რომ ე.წ. „გრევი“, ანუ ფული იქნებაო. წააგეს სამტრედია. ქურდებმა და ავტორიტეტებმა მოითხოვეს „გრევი“, რაზეც დაჩი ცაგურიამ უთხრა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ მაძლევენ ფულს იმიტომ, რომ წავაგეთო. პასუხი - კარგიო, უთხრეს ამათმა, მამაშენმა იცის სად გეძებოს, როცა დაიკარგებიო. დაემუქრნენ ფაქტიურად და არის კატის დღეში უბედური დაჩი ცაგურია და ასევე, უბედური მამამისი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მინდა აქედან გავაფრთხილო, რომ საფრთხის ქვეშ არის ეგ კაცი. არ ვიცი თქვენ გითხრათ თუ არა, მაგრამ არის საფრთხის ქვეშ კანონიერი ქურდებისა და ავტორიტეტების მხრიდან და მიაქციეთ ყურადღება იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეა და ნამდვილად არ მსურს, დამნაშავეების ხელში მოხდვეს, მითუმეტეს, რომ სხვის დავალებას ასრულებდა. აი, ეს არის „ოცნების“ მოკლე მიმოხილვა - რას შვრება და როგორ შვრება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ ეთერში.

დაჩი ცაგურიას თქმით, ნიკა გვარამიამ მის მიმართ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი - ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მისივე განმარტებით, გვარამიას მხრიდან ასევე დარღვეული იყო მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

„ის, რაც მან დამაბრალა, სიცრუეა. მე მივმართე პროკურატურასაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რადგან რასაც გვარამია მაბრალებს, ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ვაპირებ მივმართო სასამართლოსაც ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფის მოთხოვნით“, - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

საქმის განხილვის შემდეგ ეთიკის საბჭომ მხოლოდ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]