შემთხვევა სენაკის ცენტრში გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ ჩხუბი უძღოდა.
„სადგურის ტერიტორიაზე ხდებოდა გარჩევა. დუბინკებითა და დანებით შეიარაღებულები იყვნენ ჯგუფები, გამოედევნენ და სასიკვდილოდ დაჭრეს ადამიანი. ქალაქის ცენტრში ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს“, – ამბობს ერთ-ერთ თვითმხილველი „რუსთავი 2“-თან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.