გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა სარფში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროდან ტელევიზორები, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან კი მაგნიტოფონი და მეხსიერების ბარათი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ზ.მ. ზუგდიდში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.