weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შვედეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, „რუსთავი 2“-მა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

13:41 ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018

შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩო ეხმაურება „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც არჩევნების მეორე ტურის წინ მოქალაქეები საელჩოსთან და საკონსულოსთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, შვედეთში მყოფი ემიგრანტების ნაწილმა შესაძლოა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ვერ მიიღოს, რადგან რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, საკონსულოში საკუთარი მონაცემების დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის ამსახველ კადრებს ერთ-ერთი ემიგრანტი ავრცელებს, რომელიც საელჩოში სამუშაო საათებში მივიდა და კარი არავინ გაუღო.

შვედეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, „რუსთავი 2“-მა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან იმ სართულზე, სადაც ვიდეოა გადაღებული, საელჩო არ არის განთავსებული.

„მოქალაქეები, რომლებიც საუბრობდნენ სიუჟეტში, ორივე მათგანი იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არცერთს ამ პროცესში პრობლემები არ შექმნია და არ მოუმართავს საკონსულო დაწესებულებისთვის დახმარების თხოვნით“, – აცხადებენ საელჩოში.

მათივე ცნობით, როგორც საელჩო, ასევე საკონსულო გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პროცესში კომპეტენციის ფარგლებში უწევენ დახმარებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]