რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედოევის „სამუშაო ვიზიტი“ 10-13 ნოემბერს შედგება.
ზახაროვას თქმით, მოლაპარაკებებზე ლავროვი და მედოევი განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების, „სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცების“ და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ურთიერთქმედების საკითხებს.