მოსწავლეთა წახალისების პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, მიზნად ისახავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას.
პროექტის ბენეფიციარები საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, რომელთაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.