weather cur horoscope tv
ივნისი 02, 2020

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია – აშშ-ის საელჩო

11:42 პარასკევი, 09 ნოემბერი 2018 hits 562

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ბორდერიზაციას სოფელ ატოცთან, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან კილომეტრიან ღობეს ავლებენ. ეს პროცესი ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ ბალთაში, რომელიც ატოცს ესაზღვრება, პირველი ნოემბრიდან განახლდა და მისი მიზანი „სახელმწიფო საზღვრის“ პრობლემური მონაკვეთების დაცვაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების სამუშაოები ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის საპირისპიროდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]