weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მერია ნაძვის ხის გამო აქციის ადგილის შეცვლას გვთხოვს – სარალიძე

13:26 პარასკევი, 09 ნოემბერი 2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ თბილისის მერია პარლამენტის შენობის წინ საახალწლო ნაძვის ხის დადგმას აპირებს, რის გამოც მას და მალხაზ მაჩალიკაშვილს აქციის ადგილის შეცვლას სთხოვს.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებიც პარლამენტის შენობასთან მშვიდობიან აქციას ორი თვეა მართავენ და რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრო კარვის გაშლის უფლებას არ აძლევს, მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ.

სარალიძემ თბილისის მერიას აქციის ვადის გახანგრძლივებისა და კარვების გაშლის ნებართვისთვის პირველ ნოემბერს მიმართა, რაზეც მერიიდან უპასუხეს, რომ 7 ნოემბრიდან აქციის ადგილი უნდა შეიცვალონ.

„აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას, რაც ყოველ წელს ხდება. პირდაპირ მოგვიწოდეს, რომ დავტოვოთ ეს ტერიტორია.

ჩვენ ხელს არავის ვუშლით, გვაქვს მშვიდობიანი მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილების მკვლელები აუცილებლად უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემულნი.  

არავის ვუშლით ხელს, მათ შორის, არც იმ ბავშვებს რომლებიც უნდა გაერთონ, იმიტომ, რომ ყველა ქართველის შვილი ჩვენი შვილია, რომლის მომავლისთვის დღეს ვიბრძვით, თორემ ჩვენ ჩვენი დასაკარგი უკვე დავკარგეთ.

მერიის ამ თხოვნას თუ მოთხოვნას, ვერ გავიზიარებ, რადგან ჩვენ აქ ვდგავართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. გამოდის, პირდაპირ მეუბნება ხელისუფლება, რომ არაფერს გააკეთებს ჩვენს დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც ამბობს, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას მანამდე არ დატოვებს, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„უსასრულოდ რომ იდგეთ პარლამენტის წინ, თუ სხვაგან, ჩვენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულს არ ვაღიარებთ, იდექით რამდენი ხანიც გინდათ – ეს არის ჩვენი მისამართით გამოგზავნილი სიტყვები.

ბავშვებს, რომლებმაც აქ უნდა იზეიმონ, განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან, მე და ზაზა ვიცავთ. ამაში მთელი საქართველო დარწმუნებულია.

აქედან ფეხს არსად გავადგამთ, ვიქნებით ვიდრე ყველა ჩვენს კითხვას პასუხი არ გაეცემა“, –განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]