weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 55 წლამდე მამაკაცი დააკავეს

14:17 პარასკევი, 09 ნოემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 55 წლამდე მამაკაცი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებული ბათუმში, მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე დააკავა.

გოგონას დედამ არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანს“ მიმართა და განაცხადა, რომ მამაკაცმა მისი შვილის სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა.  

„თვითმხილველებისა და ოჯახის წევრების გადმოცემით, მუნიციპალურ ტრანსპორტში ბავშვზე მოხდა გარყვნილი ქმედება ხელებით. ბავშვმა ისტერიული ტირილი დაიწყო, რამაც მგზავრების ყურადღება მიიქცია. ფაქტს შეესწრო ორი ადამიანი. მათ ბავშვი ავტობუსიდან ჩამოიყვანეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ამ ავტობუსით სისტემატურად მოძრაობს და ეს პირველი შემთხვევა არ იყო“, – ამბობს „იალქნის“ ხელმძღვანელი თეონა აბაშიძე TV25-თან ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 7 წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]