weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამტრედიის საკრებულოს წევრს ნათესავი ქალი ცემაში ადანაშაულებს

18:33 პარასკევი, 09 ნოემბერი 2018
ფოტოზე მაია ქორიძე ფოტოზე მაია ქორიძე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ღანირის თემის მაჟორიტარ დეპუტატს, ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველების“ წევრს, ბადრი შენგელიას ნათესავი ქალი ცემაში ადანაშაულებს.

ინციდენტი გუშინ, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მოხდა. მაია ქორიძის თქმით, ბადრი შენგელიასთან სოფლის პრობლემებზე სასაუბროდ მივიდა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.

„ვუთხარი - ღანირი ჩვენი სოფელია და მივხედოთ, იქიდან აგირჩიეთ-მეთქი. პასუხი იყო ასეთი - თქვენ დაშალეთ ეს ქვეყანა, თქვენ გაძარცვეთ, გაქურდეთ, თქვენ ხართ დამნაშავე. ადამიანმა ქურდობა დამაბრალა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, როცა ერთი ჩხირით საქართველოსთვის ზიანი არ მიმიყენებია. ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. წამოხტა სკამიდან, ფიზიკურად შეურაცხყოფა მომაყენა. ნუგზარ ჯამბურია, საკრებულოს ხელმძღვანელი გვაზავებდა, თორემ არვიცი, რა მოხდებოდა იქ“, – ამბობს მაია ქორიძე „რუსთავი 2“-თან.

ბადრი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია ქალის ცემის ფაქტს უარყოფენ. ჯამბურიას თქმით, ნათესავებმა მხოლოდ იკამათეს და „ხელით უჯიკეს ერთმანეთს“.

„მაია ქორიძე ჩემი ძალიან ახლო ნათესავია. საკრებულოში მოსული იყო იმის გამო, რომ მისმა შვილმა ჯარში წასვლას თავი აარიდა და 1000 ლარით დაჯარიმდა. ჩემთან შეხვედრა მოითხოვა და საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შევედი. ამ დროს მითხრა, რომ ღანირში ცუდი მდგომარეობაა, ადრე, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში რა მაღაზიებიც იყო დაკეტილია და შენობები დაზიანებულიაო. ამაზე ვუთხარი, შენ და შენი ოჯახის წევრები, რას ანგრევდით-მეთქი. ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება, აფეთქდა, მიყვირა და მითხრა, პოლიციაში წავალ ახლავეო. ხელი არ დამიკარებია“, – უთხრა „რეგინფოს“ ბადრი შენგელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორ „რეგინფოს“ ბადრი შენგელიამ უთხრა, ის სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს. პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა საკრებულოს თავმჯდომარეც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]